Wednesday, October 16, 2019

წიგნი ჩემი მეგობარია
















                                               საწრეო მუშაობა 2019-2020 სასწავლო წელი

წრის დასახელება: „წიგნი ჩემი მეგობარია“
სკოლა: სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხაშურის N6 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: მე-3 კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი: თამარ ფცქიალადძე
სასწავლო წელი: 2019- 2020 სასწავლო წელი ( პირველი სემესტრი)
საწრეო მუშაობის მიზანი: საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს ზეპირი მეტყველების კულტურა, განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოცემის უნარი, ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი და შეაყვაროს კითხვა.



 #
საწრეო მუშაობის პროგრამა
ხანგრძლივობა
შეხვედრის თარიღი
1
საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა, მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების შემოწმება.
1სთ
07.10.2019
2
სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა
1სთ
21.10.2019
3
წაკითხული ტექსტით აღძრული ემოციების გამოხატვა
1სთ
28.10.2019
4
G_PRIED_ის წიგნების წაკითხვა, პერსონაჟების დახასიათება, სქემების შევსება.
1სთ
04.11. 2019
5
დაშლილი ტექსტის აღდგენა                     
1სთ
11.11. 2019
6
G_PRIED_ის აქტივობის  ბარათების გამოყენება (დაკარგული სასვენი ნიშნების აღდგენა)
1სთ
18.11. 2019
7
G_PRIED_ის აქტივობის  ბარათების გამოყენება (დაწყებული მოთხრობის გაგრძელება)
1სთ
25.11.2019
8
მეტყველების ნაწილები და ვარჯიში მათ ამოცნობაზე წინადადებებში
1სთ
02.12. 2019
9
G_PRIED_ის აქტივობის  ბარათების გამოყენება (ინტერვიუ საყვარელი ზღაპრის პერსონაჟთან)
1სთ
09.12. 2019
10
ინანიშვილის მოთხრობების მხატვრულად კითხვა- „ჩიტუნიას ლოცვა“.
1სთ
16.12. 2019
11
საწრეო მუშაობის შეჯამება.
1სთ
23.12. 2019




                                             პირველი შეხვედრა 07.10.2019წ


 საწრეო მუშაობის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა: გავაცანი ბავშვებს საწრეო მუშაობის მიზნები, შევამოწმე მოსწავლეების უნარები და შესაძლებლობები. კლასში მოვაწყეთ მინი ბიბლიოთეკა, დაათვალიერეს მოსწავლეებმა წიგნები.
  ვისაუბრეთ თუ რატომ არის წიგნი ჩვენი მეგობარი. ბავშვებმა საინტერესოდ გადმოსცეს თავიანთი აზრი წიგნის შესახებ.










                                                          მეორე შეხვედრა 21.10. 2019წ.


საწრეო მუშაობის მეორე შეხვედრა წინა შეხვედრის გახსენებით დავიწყეთ.
 განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე მხატვრულმა კითხვამ, ყველამ ამოარჩია საყვარელი ლექსი და მხატვრულად წაიკითხა.










                                                 მესამე შეხვედრა 28.10. 2019წელი

               ამ მეცადინეობას განსაკუთრებით ელოდნენ პატარები. უნდა წაეკითხათ თავისი სურვილით არჩეული მოთხრობა, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი.
               წაკითხულ მოთხრობაში გაარკვიეს რისი თქმა სურდა ავტორს, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟებისადმი, მოირგეს როლები და განასახიერეს.










                                                       მეოთხე შეხვედრა 04,11,2019წელი

წაიკითხეს  G_PRIED -ის  საბავშვო მოთხრობა. გაარკვიეს სათქმელი;  გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟებისადმი, დაახასიათეს თითოეული მათგანი;  უპასუხეს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებს;  იმუშავეს  პერსონაჟის სქემების შედგენაზე;  გაითამაშეს „ცხელი სკამი“.












                                                    მეხუთე შეხვედრა 11. 11. 2019 წელი.

  G-PRIED-ის ბარათების გამოყენებით მოსწავლეებმა საწრეო მუშაობის შეხვედრაზე დაშლილი ტექსტების აღდგენაზე იმუშავეს.

  ბავშვები ინტერესით , ხალისით  მუშაობდნენ და წარმატებითაც აღადგინეს ტექსტები.












                                                     მეექვსე შეხვედრა 18.11.2019 წელი

  ყველა ახალი შეხვედრა, წინა შეხვედრაზე  ნაყოფიერი ხდება. ყოველ ორშაბათს მოსწავლეები ინტერესით ელოდებიან.
  დღევანდელი დღეც ანალოგიური იყო.
ბავშვებთან შევიტანე G-PRIED-ის აქტივობის ბარათები , რომელშიც დაკარგული სასვენი ნიშნები აღადგინეს.
  G-PRIED-ის აქტივობის ბარათების გარდა სხვა ტექსტებიც შევიტანე, რომელშიც დაკარგული სასვენი ნიშნების ამოცნობაში იმუშავეს.


















                                                      მეშვიდე შეხვადრა  25.11.2019 წ


  G_PRIED_ის აქტივობის  ბარათების გამოყენებით, მორიგმა  შეხვედრამ მოსწავლეებში ინტერესი გამოიწვია , მათ უნდა გაეგრძელებინათ დაწყებული მოთხრობა . ყველა მოსწავლე გულმოდგინედ მუშაობდა , იგონებდნენ სხვადასხვა ამბებს და წერდნენ. ბოლოს კი თავიანთი  ნამუშევარი ერთმანეთს გააცნეს და დისკუსიაშიც გადაიზარდა.
 ვფიქრობ, მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი მორიგ გამოწვევას.











                                                    მერვე შეხვედრა    02.12.2019

  საწრეო მუშობის მერვე შეხვედრაც ჩატარდა, რომელიც მეტყველების ნაწილების  ამოცნობას  დაეთმო.
 ეს შეხვედრა სხვა შეხვედრებისაგან განსხვავებით  მოსწავლეთა ჩართულობით უფრო გამოირჩეოდა.
  ბავშვებს შევთავაზე წინადადებები , მათ კი მეტყველების ნაწილები ამოიცნეს. დახმარებაც დასჭირდათ და ერთობლივად ეს პრობლენაც გადავჭერით.
  ვფიქრობ, ეს საწრეო შეხვედრა ნაყოფიერი იყო ჩემი მოსწავლეებისათვის.










მეცხე შეხვედრა    09.12.2019 
  
 საწრეო მუშაობის მეცხრე შეხვედრაც განსაკუთრებული ინტერესითა და სიყვარულით ჩატარდა იმიტომ, რომ მოსწავლეებს საყვარელ ზღაპრის პერსონაჟებთან ქონდათ ინტერვიუ.
  მოსწავლეებმა დაასახელეს, დაწერეს და დახატეს საყვარელი ზღაპრის გმირები. ინტერვიუსთვის კითხვებიც შეადგინეს , პასუხებიც გასცეს პერსონაჟთან შესაფრისი და წარსდგენ კლასის წინაშე.








მეათე შეხვედრა    16.12. 2019


 ჩვენი საწრეო შეხვედრა რევაზ ინანიშვილის მოთხრობის  „ჩიტუნიას ლოცვა“  წაკითხვას დაეთმო.
 წავიკითხეთ, ვიმსჯელეთ, ყველა მოსწავლემ საკუთარი აზრი დააფიქსირა.
 მოსწავლეების სურვილით, შეძლებისდაგვარად, რევაზ ინანიშვილის სხვა პატარა მოთხრობებიც წაიკითხეს.
  ბავშვები დაინტერესდნენ, მოეწონათ და სურვილიც გამოთქვეს , რომ ინანიშვილის სხვა მოთხრობებსაც წაიკითხავდნენ. საწრეო მუშაობის მიზანიც ეს იყო, დავამეგობროთ მოსწავლეები წიგნებთან.










                                                                                             
საწრეო მუშაობის შეჯამება  23.12.2019




  ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა და ეს შეხვედრა საწრეო მუშობის შეჯამებას დავუთმეთ.
ვისაუბრეთ, თუ რა გავაკეთეთ, რა იყო საინტერესო,დავგეგმეთ, მომავალში რის გაკეთებას შევძლებთ.
  ჩემი მიზანი იყო წიგნისადმი სიყვარული ჩამენერგა მოსწავლეებისათვის, მე მგონი შედეგზეც გავედი, რადგან ჩემი მოსწავლეები სასკოლო და სარაიონო ბიბლიოთეკებში უკვე დარეგისტრირდნენ და წიგნების კითხვასაც შეუდგნენ.